გაკვეთილის
მთავარი თემა
|
ანა კალანდაძე
,,საქართველოო ლამაზო’’
მარტივი ტექსტის
აგება-,,როგორ გავატარე ზაფხული’’
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა და ლიტერატურა/თეა ძიძიგური
|
სწავლების
საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/მე-6 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე/არ
არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე.
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
მოსწავლეები ისაუბრებენ
სათაურისა და ტექსტის აზრობრივ კავშირზე, რაც ხელს შეუწყობს მათ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დაუფლებაში, არსებულ ცოდნასა და
ახლადშეძენილ ცოდნას შორის კავშირების დამყარებაში.
|
გაკვეთილის მიზანი
და მისაღწევი შედეგები
|
-პოეტური
ტექსტის აღქმა;
-გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება;
-მხატვრულ
სახეებზე დაკვირვება;
-ლექსიკური
მარაგის გამდიდრება;
-მარტივი
თემატური ტექსტის აგება
და წერა
-წერის მარტივი სტრატეგიების (წერითი
დავალების მოკლე გეგმის შედგენა,ტექსტის
დანიშნულებისა და მიზნის განსაზღვრა, ნაწერის კორექტირება თვითშეფასება... დაუფლება)
|
წინარე
ცოდნა
|
·
მოსწავლეთათვის ცნობილია ბიოგრაფიული ცნობები პოეტის შესახებ.
·
ჩამოთვლიან განვლილ
მასალას მისი შემოქმედებიდან.
·
მოხდება მათი
ერთმანეთისგან განზოგადება.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
გაკვეთილზე
იმის გასარკვევად მოხდა, თუ არა შედეგზე
გასვლა მოსწავლეთა შეფასებისას, გამოყენებული იქნება ორი ტიპის შეფასება:
განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი
შეფასება შედეგზეა ორიენტირებული,
განმავითარებელი კი-სწავლის პროცესზე.
|
გამოყენებული
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
ანა კალანდაძის პოეზია, ილუსტრაციები, ქართული ენისა და ლიტერატურის მე-6
კლასის სახელმძღვანელო.
კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია.
|
გაკვეთილის
მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის
შესავალი ნაწილი დაეთმობა მოსწავლეთა შთაბეჭდილებების
გაზიარებას.(8 წთ)
A ფაზა გამოწვევა (12 წთ)
აქტივობა 1 _ ლექსის გამომეტყველებითი კითხვა და ანალიზი.
·
ტექსტი წაიკითხება
გამომეტყველებით აუცილებელია წინასწარ სწორად იქნეს შერჩეული სათანადო
ინტონაცია, ტემპი და ხმის ტემბრი გააზრებულ იქნეს
ლოგიკური მახვილებისა და პაუზების
ადგილები ტექსტში.(ძეწნა ტირიფის სახეობა
ნაავადარი-დაავადებული ეჭვებით შეპყრობილი
სადარი-შესადარი მსგავსი;
·
როს-როცა დანაბინდები დაბინდული. მოსწავლეებმა ტერმინების მიწოდების
გარეშე პრაქტიკულად უნდა დაუკვირდნენ, თუ როგორ ახერხებს მწერალი ტექსტში სილამაზისა
და მუსიკალურობის მიღწევას(რითმა სად არი სადარი, მზად არი-სად არის-სად
არის...
·
რეფრენი ერთი და იმავე ფრაზის გამეორება-სხვა საქართველო სად არი?!
B
ფაზა კონსტრუირება
(10 წთ)
აქტივობა
2 _ ტექსტის ანალიზი.
·
მოსწავლეები ტექსტიდან
წაიკითხავენ იმ ადგილს, სადაც საქართველოს ბუნებაა
აღწერი ლი.
·
მოძებნიან იმ ფრაზას რომელიც
ლექსში მეორდება რისი
გამოხატვა სურს მას ამ სიტყვებით (სხვა საქართველო
სად არი?!“) რამდენად
ჩანს ლექსში პოეტის
განწყობა? რომელი სიტყვებით გამოხატავს
პოეტი მას.
C ფაზა რეფლექსია (10 წთ)
აქტივობა
3 _ ტექსტის გააზრება.
რუბრიკა
_ შეამოწმე შენი თავი.
·
მარტივი თემატური
ტექსტის შექმნა
1)
„აქტივობის რვეულში“ შემოთავაზებული სამუშაოებიდან ,,ერთად შევადგინოთ
ტექსტი“ აირჩევენ ერთ-ერთს : ,,ჩემი ზაფხული“
2)
შეადგენენ
გეგმას (თანმიმდევრობით ჩამოწერენ საკითხებს)
3) შეადგენენ
ტექსტს ამ გეგმის
მიხედვით
4) წაიკითხავენ
და გაასწორებენ საკუთარ
დაწერილს
5) ერთმანეთს
შეუდარებენ საკუთარ შეფასებას.
6)
წაუკითხავენ
სხვებს
7) შეაფასებენ
საკუთარ ნაწერს (როგორ შევასრულე
დავალება; ძალიან კარგად, გამიჭირდა.
8)
ერთმანეთს შეუდარებენ საკუთარ
შეფასებას.
საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.
მოსწავლეთა შეფასება _ 3 წთ.
|
გაკვეთილის გეგმა _ სიმონ ჩიქოვანი ,,ვინა სთქვა’’
გაკვეთილის მთავარი
თემა:
|
სიმონ ჩიქოვანი
,,ვინა სთქვა’’
მარტივი ტექსტის
აგება: ,,მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები’’
|
საგანი/პედაგოგი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა/თეა ძიძიგური
|
სწავლების საფეხური/კლასი:
|
დაწყებითი საფეხური/მე-6 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი:
|
მყავს 10 მოსწავლე/ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე ბავშვები ჯგუფში არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა:
|
·
მოსწავლეები მოისმენენ
და გაანალიზებენ ლექსს;
·
დაასაბუთებენ საკუთარ
აზრებს;
·
დააფიქსირებენ ახალ
ლექსიკურ ერთეულებს;
·
მათი გამოყენებით
შეადგენენ წინადადებებს;
·
ივარჯიშებენ სწორსა
და გამომეტყველებით კითხვაში;
|
გაკვეთილის მიზანი
და მისაღწევი შედეგები:
|
·
პოეტური ნაწარმოების
აღქმა;
·
აზროვნებისა და მეტყველების განვითარება;
·
თემატური ტექსტის
შექმნა;
·
ლექსიკური მარაგის
გამდიდრება;
·
სიტყვის ფორმასა
და შინაარსზე დაკვირვება;
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეები ჩამოთვლიან
ნაცნობ ლექსებს სიმონ
ჩიქოვანის ბიოგრაფიიდან;
·
ბიოგრაფიული ცნობები
პოეტის შესახებ მათთვის
უცნობია.
|
შეფასების საგანი
და პროცედურები:
|
გაკვეთილზე
მოსწავლეები განმსაზღვრელი შეფასებით, რომელიც შედეგზეა
ორიენტირებული.
|
გამოყენებული სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსი:
|
სიმონ ჩიქოვანის
კრებული; ქართული ენისა
და ლიტერატურის მე-6
კლასის
სახელმძღვანელო; კომპიუტერი;
ინტერნეტი;
|
გაკვეთილის მსვლელობა
და მენეჯმენტი:
|
ფაზა A გამოწვევა
აქტივობა 1 (10 წთ)
·
მოსწავლეებს პირველ
რიგში, მიეწოდებათ ბიოგრაფიული ცნობები
პოეტის
შესახებ.
ფაზა B ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა
2 (20წთ)
ლექსი წაიკითხება გამომეტყველებით
მოსწავლეები
გაიგებენ, რომ ეს პოეტური
ნაწარმოები ეძღვნება
მოგზაურობისას
მიღებულ შთაბეჭდილებებს, რომლებმაც შეაღწიეს
პოეტის სულიერ ბიოგრაფიაში
და მისი შთაგონების
წყაროდ იქცნენ.
მას წინ უსწრებს
გარკვეული სულიერი განწყობა
და შემზადება.
მოსწავლეები უნდა დავაკვირვოთ
იმ ფაქტს, რომ სწორედ ასეთი
პოეტური მიზანსწრაფვა განსაზღვრავს სიმონ
ჩიქოვანის თვალთახედვის სიფართოვეს, ანიჭებს მის პოეზიას ,,უსასრულობის ‘’ განცდის უნარს და სწორედ ეს
ლექსი აძლევს პოეტს
უფლებას საქვეყნოდ განაცხადოს: ,,ვინა სთქვა
თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო
დიდების ღირსიო’’
ფაზაC რეფლექსია აქტივობა 3(12 წთ)
მოსწავლეები
შეადგენენ მარტივ თემატურ
ტექსტს სახელწოდებით:
,,მოგზაურობისას მიღებული
შთაბეჭდილებები“,სადაც ჩამოაყალიბებენ
თავიანთ
მოსაზრებებს.
საშინაო დავალების
მიცემა: (3წთ)
|
No comments:
Post a Comment